მედია: 4 არასრულწლოვანი ურტყამდა, მდინარის პირას დატოვეს – ახალციხეში 16 წლის ბიჭს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

ახალციხეში სკოლის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები ჰყვებიან, 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ოთხმა არასრულწლოვანმა „სალაპარაკოდ“ მდინარის ნაპირას გაიყვანა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბიჭს დაზიანებები სახესა და თავის არეში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დაშავებული ბიჭის ოჯახს საუბარი არ სურს. ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობენ, რომ არასრულწლოვანს კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა. მათივე განმარტებით, დაშავებულს ამ ეტაპზე დაბეჟილობები და ტემპერატურა აღენიშნება.

რედაქცია ოთხივე არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი ასაკი 13–16 წელია.

„არ მსურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა და ბოდიშს ვუხდი ბავშვს და მის ოჯახს“, – ამბობს ერთ–ერთი არასრულწლოვნის დედა.

„ჩემი შვილისტადიონზე იყო, მაგრამ ჩხუბში არ მონაწილეობდა“, – ამბობს მეორე არასრულწლოვანის მამა.

მესამე ბიჭის მშობელი გვიდასტურებს, რომ მისი შვილი ჩხუბის უშულო მონაწილე იყო: “როგორც ვიცი პოლიციას აქვს ეს საქმე, შეგიძლიათ მათ მიმართოთ. ახლა თბილისში ვარ, შვილთან არ მქონია საუბარი, თუმცა ის იყო უშუალო მონაწილე. დანარჩენზე ჩამოვალ და დაველაპარაკები მის მშობელს[დაშავებული ბიჭის დედას]”.

მეოთხე პირის მშობელმა კი გვითხრა, რომ მედიასთან საუბარი არ სურს.

დაშავებული ბიჭის ახლობელი გვეუბნება, რომ არასრუწლოვნებმა 16 წლის ბიჭისა და მის ძმის სცემა დაახლოებით ერთი თვის წინაც სცადეს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ