მედია: ცდილობს თუ არა კადიროვი პანკისის ხეობაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას და რის მიღწევის შანსი აქვს?

ekhokavkaza ავ­რცე­ლებს სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობს.

“ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ბოლო დროს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად იქ­ცევს, ერთ-ერთ მე­ჩეთ­ში იმა­მის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრად იქცა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ტა­ხირ დუ­იშ­ვილს “კა­დი­რო­ვის აგენტს“ უწო­დე­ბენ და რე­გი­ონ­ში ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. არ­სე­ბობს იმა­მის ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რო­მელ­შიც ის მად­ლო­ბას უხ­დის ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბას დახ­მა­რე­ბის­თვის და ჰპირ­დე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდებს ას­წავ­ლის “ის­ლა­მის სწო­რად გა­გე­ბას“, – ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

რო­გო­რია კა­დი­რო­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი პან­კის­ში? – გა­მო­ცე­მა ქარ­თველ ანა­ლი­ტი­კოს­თან ალე­კო კვა­ხა­ძე­სა და ჩე­ჩენ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის “კო­მი­ტე­ტი წა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ” ყო­ფილ ად­ვო­კატ­თან აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ევ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს აქ­ვეყ­ნებს.

იან­გულ­ბა­ე­ვი ამ­ბობს, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბის კონ­ტექ­სტი ნამ­დვი­ლად აჩენს ეჭ­ვებს, რად­გან იმა­მი მად­ლო­ბას უხ­დის ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას, კერ­ძოდ, პირ­და­პირ მად­ლო­ბას უხ­დის ჩეჩ­ნე­თის მუფთს, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ჩანს, რო­გორ­ღაც და­ეხ­მა­რა ამ იმამს.

“კა­დი­რო­ვი თა­ვი­დან­ვე ცდი­ლობ­და, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ზე გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას“, – ამ­ბობს აბუ­ბა­ქა­რი.

იგი­ვე აზ­რზეა ალე­კო კვა­ხა­ძე, მისი თქმით, ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რი დიდი ხა­ნია ცდი­ლობს გა­ა­ფარ­თო­ოს თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რა ცხოვ­რობს.

“ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი ძა­ლი­ან ცდი­ლობს გა­აძ­ლი­ე­როს გავ­ლე­ნა ჩე­ჩე­ნი დი­ას­პო­რე­ბის გან­სახ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ის და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ ჩე­ჩე­ნი დი­ას­პო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ჩეჩ­ნე­თის ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქა­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ზო­გან პი­რა­დად მი­ვი­და კა­დი­რო­ვი. კა­დი­რო­ვი ის­რა­ე­ლის არა­ბულ სო­ფელ აბუ გოშ­საც კი ეს­ტუმ­რა, რომ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი, ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ჩე­ჩე­ნი მამ­ლუ­ქე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის გა­რეთ ერ­თა­დერ­თი რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც ჩე­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბით არის და­სახ­ლე­ბუ­ლი და სა­დაც კა­დი­როვ­მა ვერ შეძ­ლო თა­ვი­სი გავ­ლე­ნის დამ­ყა­რე­ბა, არის პან­კი­სის ხე­ო­ბაა”, – ამ­ბობს კვა­ხა­ძე.

მი­ზე­ზე­ბი რის გა­მოც, პან­კი­სის ხე­ო­ბა კა­დი­რო­ვის ინ­ტე­რეს­შია ალე­კო კვა­ხა­ძის თქმით რამ­დე­ნი­მეა, მათ შო­რის ომის­შემ­დგო­მი ფაქ­ტო­რი, ვი­ნა­ი­დან ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის შე­დე­გად პან­კი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ორ­მაგ­და, ხოლო ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა, ჩეჩ­ნუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­ი­ზარ­და. ბევ­რი მათ­გა­ნი კა­დი­როვს აღიქ­ვამს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის მტერ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

მე­ო­რე თემა რე­ლი­გი­უ­რია. 2000-იანი წლე­ბი­დან სა­ლა­ფიზ­მი აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და მან თით­ქმის ჩა­ა­ნაც­ვლა კა­დი­რი­სა და ნაქ­შ­ბან­დის რწმე­ნის სუ­ფი­უ­რი ის­ლა­მი. ის­ლა­მის ამ მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მხო­ლოდ უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ალე­კო კვა­ხა­ძე:

“მე ვერ ვხე­დავ რა­ი­მე კონ­კრე­ტულ საფრ­თხეს იმა­მის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩას­ვლამ­დე ტა­ხირ დუ­იშ­ვი­ლი ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე იყო. ის ცხოვ­რობ­და ჩეჩ­ნეთ­ში და ერთ-ერთი სოფ­ლის მე­ჩე­თის იმა­მად მსა­ხუ­რობ­და. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მისი და­ნიშ­ვნის შემ­დეგ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მომ­ხდა­რა. ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბამ­დე იგი არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით. ომა­ლო­ში სუ­ფის მე­ჩე­თი რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ლოც­ვებს ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრე­ბი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ტა­ხირ დუ­იშ­ვი­ლი, რო­გორც დუ­ი­სის მე­ჩე­თის იმა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს მუფ­თი­ა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და და ქარ­თუ­ლი მხა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი იმა­მია.

ის მისი წი­ნა­მორ­ბე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა და ავ­ტო­მა­ტუ­რად და­რე­გის­ტრირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა საბ­ჭოს წევ­რად, რო­მე­ლიც დუ­ი­სის მე­ჩე­თებს აკონ­ტრო­ლებს”.

აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი:

“რაც ხდე­ბო­და ჩეჩ­ნეთ­ში, რო­გორ ებ­რძო­და კა­დი­რო­ვი ახალ ტენ­დენ­ცი­ებს, აჩ­ვე­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ზე ხში­რად ტი­რა­ნი­ის, დიქ­ტა­ტუ­რის ად­გი­ლია, ეს არის ძა­ლა­დო­ბის ად­გი­ლი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­რეგ­ნო­ბის ან ლოც­ვის დროს არას­წო­რი მოძ­რა­ო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა აწა­მონ, მოკ­ლან, ტე­რო­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ, სახ­ლი და­უწ­ვან ან და­უნ­გრი­ონ. სწო­რედ ამ მე­თო­დე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა ის­ლა­მის ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც კა­დი­როვს პი­რა­დად არ მოს­წონ­და. მისი ამო­ცა­ნაა ამ გავ­ლე­ნის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა…”

კა­დი­რო­ვი აბუ­ბა­ქარ­სა და მის ოჯა­ხის წევ­რებს ტე­რო­რის­ტებს უწო­დებს. მისი დედა ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვა 2022 წლის იან­ვარ­ში გა­ი­ტა­ცეს და დღემ­დე ჩეჩ­ნე­თის ცი­ხე­შია.

“ვინც კა­დი­რო­ვის წი­ნა­აღ­მდე­გია ან მას არ მოს­წონს, მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში და­ა­მა­ტოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ში მას კრემ­ლი უჭერს მხარს და ზო­გა­დად მას მი­ცე­მუ­ლი აქვს სრუ­ლი კარტბ­ლან­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე…” – ამ­ბობს აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი.

ალე­კო კვა­ხა­ძის თქმით, კა­დი­რო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ, ერთი შე­ხედ­ვით, სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­ლებს, გარ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც სი­რი­ა­ში იბ­რძოდ­ნენ, მას­ზე სა­უბ­რის ეში­ნი­ათ. მი­ზე­ზი ორია, მათი ნა­თე­სა­ვე­ბი ჩეჩ­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ასე­ვე ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პან­კი­სე­ლი მე­წარ­მე თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლით ჩეჩ­ნეთ­სა თუ რუ­სეთ­ზეა არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

იან­გულ­ბა­ე­ვი კი ამ­ბობს, რომ კა­დი­როვს მცი­რე გავ­ლე­ნა აქვს ევ­რო­პელ ჩეჩ­ნებ­ზე, რად­გან ისი­ნი ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­დი­რო­ვი უფრო ემო­ცი­ურ ნა­წი­ლით მა­ნი­პუ­ლი­რებს, რად­გან უმე­ტე­სო­ბას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს. ამის­თვის კი უნდა და­ე­თან­ხმონ გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს: მა­გა­ლი­თად, აღი­ა­რონ კა­დი­რო­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩეჩ­ნეთ­ში, და­ხუ­ჭონ თვა­ლი იმ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რა­საც კა­დი­რო­ვი სჩა­დის.

ალე­კო კვა­ხა­ძე აბუ­ბა­ქა­რის შიშს არ ეთან­ხმე­ბა და ფიქ­რობს, რომ მე­დი­ა­ში გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია ის როლი, რა­საც პან­კი­სის ხე­ო­ბა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ცხოვ­რე­ბა­ში ას­რუ­ლებს:

“90-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის პან­კი­სის კრი­ზი­სის მა­გა­ლითს თუ ავი­ღებთ, ეს გა­მო­იწ­ვია იმ ქა­ოს­მა, რაც მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო – ქვე­ყა­ნა ვერ აკონ­ტრო­ლებ­და თა­ვის სა­ზღვრებს. დღეს ასეთ პრო­ცე­სე­ბის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნია..” წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …