მედია: ღარიბაშვილმა დაკავებამდე “ქართუ ბანკის” სესხი გადაიხადა

15 წელი ბიძინა ივანიშვილის გვერდით და ფინალი ციხეში – “შაბათის ეთერმა” მოიპოვა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა გადაწყვეტილი, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ ჩამოლაბორანტებულ ღარიბაშვილს, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთებინა.

ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის განცხადება 2025 წლის 25 აპრილს გააკეთა. 24 აპრილს კი ქონების რეესტრში ამოდის ახალი ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე, ირაკლი ღარიბაშვილს, ქართუში არსებული იპოთეკური სესხი დააფარინეს. 

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა გაცხადება, სადაც ქართუს წარმომადგენელი, ზურაბ გოგუა რეესტრს სთხოვს შეწყვიტოს იპოთეკის რეგისტრაცია სახლზე, რომელიც სახელმწიფოსგან იჯარით მიღებულ ტყეში, ბაკურიანში დგას. ტყის სასახლე ქართუში იპოთეკით 2019 წლიდან იყო დატვირთული, რაც ექსპერტებისთვის აჩენს გონივრულ ვარაუდს, რომ ციხისთვის გამეტებულ ღარიბაშვილს, ივანიშვილმა ჯერ საკუთარი ბანკის ვალი დააფარინა და პოლიტიკიდანაც მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა.

  • ის რომ ღარიბაშვილი ხელფასით არ ცხოვრობდა ეს ოლიგარქმა წლების განმავლობაში იცოდა. სად გადაიკვეთა წითელი ხაზი?! ერთ კვირიანი კითხვა პასუხის შემდეგ ყველაზე რეალურ ვერსიაზე ტვ პირველის ეთერიდან სპეცრაზმის ერთ ერთმა ყოფილმა შეფმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ისაუბრა.

ის ამბობს, რომ კახეთის მოქმედი გუბერნატორის, ალადაშვილის მიერ მოწყობილ სუფრაზე, სადაც  პრემიერობიდან ახლად მოხსნილმა, განაწყენებულმა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ღარიბაშვილმა სუფრაზე პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რაც ჩაუწერეს და ბიძინას მიუტანეს. შაიშმელაშვილის თქმით, სწორედ ეს არ აპატია ყოფილ პრემიერის ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო