ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეა არის ტოტალიტარული ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება აკონტროლებს მისი მოქალაქეების ყოველ ნაბიჯს და სასტიკად სჯის წესებიდან ოდნავი გადახვევის გამო. გამოდის, რომ სამხრეთ კორეა, რომელსაც დღეს ვიცნობთ, როგორც ქეი-პოპის სამშობლოს და ახალგაზრდული მოდის ერთ-ერთ ცენტრს, დიდად არ ჩამორჩებოდა 70-იან წლებში ჩრდილოელ მეზობელს.
ქვემოთ მოყვანილი ფოტო, რომელიც ოდესღაც გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ მედიაში, არ აჩვენებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც ითხოვენ გადასახადების შემცირებას, ან ბედნიერ მოქალაქეებს, რომლებიც მიესალმებიან კიდევ ერთ წელს. სურათზე ჩანს სამხრეთ კორეის გიონგის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის დასჯილი მაცხოვრებლები და ეს მოხდა 1976 წელს.
ამ ადამიანებმა ქუჩა არასწორ ადგილას გადაკვეთეს, რასაც ღობეზე გამოსახული ნიშანი მოწმობს. და ბანერზე ასევე ნათქვამია, რომ ყოველი კეთილსინდისიერი მოქალაქის მოვალეობაა მივიდეს და შეარცხვინოს ხალხი ღობის უკან. არის სხვა მსგავსი კადრები, მხოლოდ ისინი არიან უკვე არა ფეხით მოსიარულეები, არამედ ველოსიპედისა და მოპედების აზარტული მფლობელები.
დამრღვევებს ჯარიმის გარდა 30 წუთით ათავსებდნენ „სირცხვილის გალიაში“, რAჩ ამ შემოღობილ ადგილს ერქვა. შესაძლოა, ვინმე მოიწონებს ამ მიდგომას და იტყვის, რომ სამხრეთ კორეას ბრძენი მთავრობა ჰყავდა, მაგრამ დასკვნების გაკეთება არ უნდა იჩქაროთ.
70-იან წლებში სამხრეთ კორეის “ბრძენი მმართველი” იყო პრეზიდენტი პარკ ჩუნგ ჰი, რომელსაც ბევრი დიქტატორს უწეოდებს. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ მიიღო მრავალი წესი და შეზღუდვა რიგითი მოქალაქეების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.