მედია – უკრაინამ რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზაზე დიდი თავდასხმა განახორციელა, განადგურებულია 6 სამხედრო თვითმფრინავი

მ როსტოვის ოლქში, ს მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია და ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა, – ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია.
სააგენტოს წყაროს თქმით, თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.
Reuters-ის წყაროს არ დაუკონკრეტებია, როგორ განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ კიდევ რვა სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.
ცნობისთვის, დღეს რუსულმა მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათი უმეტესობა როსტოვის ოლქის თავზე.