მედია – სტამბოლში მარშის გამართვის მცდელობის გამო 400-მდე ადამიანი დააკავეს

სტამბოლში მარშის გამართვის მცდელობის გამო თითქმის 400 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ის თურქული სამსახური ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 1-ელ მაისს პროფკავშირებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს სტამბოლში ტაქსიმის მოედნისკენ მარშის გამართვა სურდათ, რაც, როგორც წინა წლებში, არ იქნა დაშვებული და 384 ადამიანი იქნა დაკავებული.
არსებული ცნობებით, პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ბარიერები აღმართა და გეზის პარკში შესასვლელები დაბლოკა. ადგილზე ასევე განლაგებული იყო წყლის ჭავლის მანქანები, სპეცრაზმის მანქანები და თავად პოლიცია.
არსებული ცნობებით, პოლიცია ასევე ხელს უშლიდა ჟურნალისტებს დაკავებების დაფიქსირებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ