მედია: საბჭოთა მეთოდებით ბრძოლა ხელოვანების წინააღმდეგ – ადამიანები, ვინც ანსამბლ რუსთავში წლები გაატარეს, ამბობენ, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა

რეპრესიების გაგრძელება ანსამბლ “რუსთავში” – “ტვ პირველის” შაბათის ეთერში გასულმა რეპორტაჟმა , როგორც ჩანს, წყობიდან გამოიყვანა. ანსამბლიდან უშვებენ ყველას, ვინც ჩვენს ჟურნალისტს  უყვებოდა, თუ როგორ დაიწყო კულტურის მინისტრმა ხელოვანების წინააღმდეგ შტურმი პოლიტიკური ნიშნით. ათზე მეტი ადამიანს, ვინც ხმა ამოიღო, ანსამბლის ხელმძღვანელმა უკვე უთხრა, რომ  თანამშრომელთა სიაში აღარ ირიცხებიან.

საბჭოთა მეთოდებით ბრძოლა ხელოვანების წინააღმდეგ – ადამიანები, ვინც ანსამბლ რუსთავში წლები გაატარეს, ამბობენ, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა. წულუკიანმა ჯერ ხელმძღვანელად საკუთარი კანდიდატი გაიყვანა, ახლა კი იერიში მიიტანა ყველაზე, ვინც კრიტიკულ მედიასთან ხმა ამოიღო. არადა, ხელოვანებს სულ სხვა პრობლემები აქვთ, მათ შორის, მიზერული ანაზღაურება, თუმცა მინისტრი ამ ამბავს ყურადღებას არ აქცევს.

წყარო