მედია: “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა

პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ შესყიდვის დოკუმენტებს აქვეყნებს იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.

27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს:

  •  „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
  • „დემოკრატიის მცველების“ ,
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
  • „საფარის“
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.

ამავე დღეს, „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“.  საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ  5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირაბდეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.

რაში დახარჯეს თანხა ორგანიზაციებმა?

მიუხედავად იმისა, რომ „იმედზე“ გასულ სიუჟეტში 5 ორგანიზაციის შესყიდვები განიხილეს, მაყურებლისთვის გარჩევდი მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი იყო. ამ ორგანიზაციების შესყიდვების ფოტოები მოგვიანებით „იმედის“ Facebook-ის გვერდზეც გამოქვეყნდა, თუმცა ხარისხის გამო მათი გარჩევა შესაძლებელი არაა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს