მედია: „ოფშორების“ შესახებ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნავენ, რომ… (ვიდეო)

„ოფშორების“ შესახებ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ე.წ. Ოფშორებში „გაძლიერდა გამჭვირვალობა“ და „ღიაობა“, ამიტომ ოფშორული ზონები ბიზნესმენებისთვის საინტერესო აღარ არის და ახლა ეს კაპიტალი საქართველოში უნდა მოიზიდონ.
💬 „ე.წ. Ოოფშორებში საინტერესო აღარ არის ბიზნესის წარმოება – გაძლიერდა მონიტორინგი, გაძლიერდა გამჭვირვალობა, გადასახადებმა მოიმატა, ამიტომ ბევრი ამ ოფშორებიდან გადის და ჩვენთვის ძალიან პრინციპული არის, რომ […] მაქსიმალურად მოვიზიდოთ, საქართველოში გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
⭕ „ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით სამი მოსმენით განიხილეს და ორი მოსმენით დაუჭირეს მხარი, ხვალ კი მესამე კენჭისყრით მიიღებენ. კანონპროექტით გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, როლითაც ე.წ. ოფშორებში რეგისტრირებული აქტივები, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლდება მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
💬 „“ასეთი ტრანზაქციები ექცევა ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლის, თუ სხვა საერთაშორისო (მაგ.: FATCA) რეგულაციებში, რომლითაც საქართველოს მთავრობას აქვს ნაკისრი მრავალი ვალდებულება. ამ ვალდებულებების დარღვევა კი საქართველოს სანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს”, – გვეუბნება იურისტი ალაფიშვილი.
📷 ვიდეო 17 აპრილის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომიდან.

ასევე დაგაინტერესებთ