მედია: ზურაბიშვილს დაასწრეს? – პრემიერმა სავარაუდოდ, იცოდა, რომ ილია თოფურია პრეზიდენტისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებდა

“არსებობს საკითხები, რომელიც პოლიტიკაზე ბევრად მაღლა დგას” – ასე აფასებენ ოპოზიციაში ზურაბიშვილის  მიპატიჟებაზე კობახიძის უარს.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი,  “პირველებთან” აბობს, რომ პრეზიდენტი პირველივე წუთიდან მზად იყო, UFC-ის ჩემპიონს დახმარებოდა იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი.

ბესელიას თქმით, რომ მ ამ სასიხარულო მოვლენაშიც პრეზიდენტის სახით პოლიტიკური მეტოქე დაინახა.  ოპოზიციონერი ქვეყნის პრემიერს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ეს არის ის თემა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ გიხაროდეს, რომელიც უნდა იზეიმო, რომლითაც უნდა იყო ბედნიერი და ამაში მაინც არ უნდა დაინახო პოლიტიკური მეტოქე – პრეზიდენტი. უნდა ეყოს კობახიძეს თავშეკავება, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი არ გახადოს. იმიტომ რომ როგორც კი მოქალაქეობასთან დაკავშირებით გაჩნდა მოსაზრება, ილია თოფურიას ჩამოსვლისთანავე, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი პირველივე წუთიდან მზად არის რომ მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით, ის რაც მისი კომპეტენციის საკითხია, რა თქმა უნდა დადებითი პოზიცია აქვს. ამ საკითხის პოლიტიზება, თითქოს დასწრების თემაა, ვინ დაასწრებს ამას არის არასერიოზული”- ამბობს ბესელია. 

ილია თოფურიას დაჯილდოება ათონელის რეზიდენციაში სავარაუდოდ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ჩაივლის.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – ს დღეს საჯაროდ მოუწია იმის აღიარება, რომ პრეზიდენტი – პრეზიდენტია და მის უფლებებს სხვა ვერავინ განახორციელებს.

დღეს დილით გაირკვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ ჩემპიონისთვის ღირსების ორდენი გადაეცა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ