მედია: ვინ არის ზელენსკის თანაპარტიელი, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელსაც სუს-ი საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას ედავება?

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 7, უკ­რა­ი­ნის 3 და სომ­ხე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე იყო ჩარ­თუ­ლი და პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” წევ­რი ან­დრეი შა­რა­ში­ძე უწევ­და.

2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დას კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ტი­ი­დან „ხალ­ხის მსა­ხუ­რი“ ან­დრეი შა­რა­ში­ძე წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ბა­თუ­მი­და­ნაა.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, შა­რა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­დან აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღო.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, წი­ნას­წა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია ელექტრო მან­ქა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ორი ერ­თე­უ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რი. არ­სე­ბუ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო კონ­ტე­ი­ნე­რე­ბად.

“ორი­ვე მათ­გან­ში ჯამ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­ნაღმვე­ლი ჯგუ­ფის მიერ ამო­ღე­ბულ იქნა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც ექ­სპერ­ტი­ზი­სათ­ვის გა­და­იგ­ზავ­ნა -ს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. ხოლო ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აღ­ნიშ­ნულ კონ­ტე­ი­ნე­რებს და­უბ­რუნ­და პირ­ვან­დე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სახე და ე.წ. მუ­ლა­ჟე­ბის სა­ხით კვლავ დაბ­რუ­ნე­ბულ იქნა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ამა­ნათ­ში, რათა წარ­მო­ე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ გამ­ხდა­რი­ყო ცნო­ბი­ლი რო­გორც დამ­კვე­თე­ბის, ისე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის. ამა­ნა­თის შემ­დგო­მი გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი, რა თქმა უნდა, კონ­ტროლ­დე­ბო­და კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და დამ­კვე­თე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი პი­რე­ბის დად­გე­ნა, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ჩარ­თულ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის საქ­მე­ში, ასე­ვე, დად­გე­ნი­ლი­ყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ბო­ლოო მიზ­ნე­ბი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…