ესპანეთსა და პორტუგალიაში ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი შეფერხებაა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ცენტრში შუქნიშნების გაუმართაობის გამო საცობებია.
ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორმა Red Electrica-მ ელექტროენერგიის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვის ფაქტი დაადასტურა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენასა და გათიშვის მიზეზების ანალიზზე მუშაობენ.
„ყველა რესურსი პრობლემის მოგვარებაზეა მიმართული“, – აღნიშნულია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ესპანეთის ეროვნული რკინიგზის კომპანია „რენფეს“ განცხადებით, ქვეყნის მთელი ეროვნული ელექტროქსელი გაითიშა. კომპანიის ცნობით, მატარებლებმა მოძრაობა შეაჩერეს.
მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხოთ ფართომასშტაბიანი შეფერხებებია პორტუგალიაშიც, რამაც გავლენა მოახდინა მობილურ ქსელებზე, სატრანსპორტო მომსახურებასა და აეროპორტებზე, ასევე ლისაბონისა და პორტოს შუქნიშნებზე.
საჰაერო მოძრაობის მონიტორინგი სერვისი Flightradar-ი ესპანეთსა და პორტუგალიაში არსებული პრობლემების შესახებ იუწყება, რომელიც ამ ქვეყანებში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას უკავშირდება.
„ჯერჯერობით არ ვხედავთ ფართომასშტაბიან ავიარეისების გაუქმებებს, მაგრამ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას“, – აცხადებენ Flightradar-ში.
მედიის ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ესპანეთისა და პორტუგალიის მთავრობები საგანგებო სხდომებს გამართავენ.
