კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების მიღწევის მცდელობები განიხილეს, – ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორმა ლიდერმა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვით დაიწყო“, – აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.
მათივე ინფორმაციით, კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ისაუბრეს ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მუშაობაზე, რომლებმაც უკრაინის მხარდაჭერა აღუთქვეს.
„პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად და საომარი მოქმედებების სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების უზრუნველსაყოფად „მსურველთა კოალიციის“ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ“, – აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი