მედია: დუბაის “მსოფლიო მთავრობათა” სამიტის პრესრელიზში წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერი და ის მონაწილეობს მათ ღონისძიებაში

“ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.
🛑 სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოხსენიებულია ა.
🔻 წლევანდელი სამიტი, რომელიც 11-12 თებერვალს დუბაიში იმართება, ფოკუსირებულია თემებზე, როგორიცაა ეფექტური მმართველობა და ანგარიშვალდებულება, მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება, კლიმატი, კრიზისების მენეჯმენტი და მდგრადი ქალაქები, ადამიანზე ორიენტირებული მომავლისა შესაძლებლობების განვითარება, გლობალური ჯანდაცვის ტრანსფორმაციები. სამიტის დღის წესრიგშია მობილობის, განვითარებადი ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტის, სამთავრობო სერვისებისა და სამთავრობო გამოცდილების გაცვლის და სხვა ფორუმები.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ