მედია – დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ჩატარება იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 14 ივნისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 79-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ვაშინგტონის ქუჩებში სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავს, – ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამავე დღეს არმიის 250 წლის იუბილე აღინიშნება.
ამასთან, Washington City Paper-ის ცნობით, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია აღლუმის შესახებ, ღონისძიება თითქმის 4 მილის მანძილს მოიცავს. არმიის ოფიციალურმა პირმა The Hill-ს ეს ინფორმაცია დაუდასტურა და განუცხადა, რომ აღლუმთან დაკავშირებული გეგმები არსებობს, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ჯერჯერობით, არაფერია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა