მედია: ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა – რა პრობლემებზე წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელსი ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა  წერს და ამბობს, რომ მრავალი მოთოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება არ არის.

ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სცეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.
ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კუჭავა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო