მედია: ახალგაზრდა, რომელსაც აქციაზე ნიღბიანი პოლიციელები წიხლებს ურტყამდნენ, კობახიძეს პასუხობს

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც პროევროპულ აქციაზე, შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ,  “ქართული ოცნების” ახალ ვერსიას პასუხობს.

ზვიად მაისაშვილი აცხადებს, რომ 6 თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც მისი ქურთუკი შემოწმებაზე გადაიტანეს, თუმცა დღემდე არ არის დადგენილი მისი სისხლი იყო თუ არა იმ ქურთუკზე.

მისივე თქმით, გამოძიება არ ცდილობს დაადგინოს რა მოხდა და სახელმწიფო, რომელიც თვალს ხუჭავს მსგავს ძალადობაზე, თავად არის ამ ძალადობის შემოქმედი.

როდესაც დაიწყო ჩემ საქმეზე გამოძიება, ჩემი ქურთუკი იყო შემოწმებაზე გადატანილი, გავიდა 6 თვეზე მეტი უკვე და ჯერ კიდევ არ არის დადგენილ იმ ქურთუკზე სისხლი იყო თუ არა ჩემი. შესაბამისად გამოძიება არაფერს არ ცდილობს იმისთვის, რომ დაადგინოს რა მოხდა. 

შესაბამისად როდესაც სახელმწიფო ამ ძალადობაზე თვალს ხუჭავს გამოდის ის, რომ სახელმწიფოც ამ ძალადობის მხარეს არის, არ ემიჯნება ძაალადობას, აგრძელებს ცხოვრებას ისე ვითომ არაფერი მომხდარა და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ამ ძალადობის შემოქმედი არის ისევ სახელმწიფო,” – განაცხადა ზვიად მაისაშილმა. 

23 წლის ახალგაზრდის ცემის კადრები მძიმე სანახავია – მას ერთი ნიღბიანი პოლიციელი ფერდებში წიხლს, მეორე ფეხის ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, ისევ წიხლს დაუმატებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ