მედვედევს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უსიტყვოდ არ მოგვწონს – “ოცნების” დეპუტატის შვილი

მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2 – ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი, ირო ცაგარეიშვილი ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში -ს ხელ ურევია.
ირო ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2.
ოდესმე ხომ მოკვდებით. და თქვენს სიკვდილსაც ხომ ვიზეიმებთ. და ოდესმე ხომ დაინგრევა თქვენი იმპერია, ჩვენს დროს თუ ჩვენი შვილების დროს, არ აქვს მნიშვნელობა. და ხომ გავთავისუფლდებით თქვენგან, თქვენი გავლენებისგან, თქვენი მოწონებული საქციელებისგან.
მაგ დღეზე ოცნებით იმდენი ადამიანი ვცხოვრობთ, რომ ახდება”,

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი