მედვედევი: Crocus City Hall-ზე ტერაქტის სპონსორები მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები არიან

ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, Crocus City Hall-ზე თავდასხმას ეხმაურება და მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავითარებს.
მედვედევის მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორი ა, ხოლო მისი სპონსორები დასავლური სახელმწიფოების ლიდერები არიან.
“მისი [მაკრონი] რიტორიკა, მისი ქმედებები და რაც მთავარია, სანქციები ბანდერულ რეჟიმთან საიდუმლო ოპერაციებზე, შესაძლოა, კვალიფიცირებული იყოს, როგორც თანამონაწილეობა 22 მარტის ტერაქტში. ამიტომაც, ხამანწკების და შამპანურის მოყვარულმა ისე ჩაისვარა, რომ ქვეშევრდომების მეშვეობით საჯაროდ უარყო საფრანგეთის მონაწილეობა ტერაქტში. აშკარაა, რომ მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები არიან ამ საშინელი ტერაქტის სპონსორები. ამის პატიება შეუძლებელია. აქ იმუნიტეტებით ვერ დაიმალები და ამიერიდან ისინი რუსეთისთვის მხოლოდ მტრები არ არიან” – წერს მედვედევი Telegram-ზე.
22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ს მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას “ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი” უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.
7 მარტს -ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.