მედვედევი: გამოვიყენებთ მთელ არსენალს, თუ რუსეთის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან

ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რუსეთი 1991 წლის საზღვრებში დააბრუნონ, გლობალურ ომს და ბერლინზე, ლონდონსა და ვაშინგტონზე დარტყმებს გამოიწვევს:
„რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ მის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან“.
მისივე სიტყვებით, „ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომლითაც სამშობლოს იცავენ“.
„ასე რომ, დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ“, – წერს დმიტრი მედვედევი ტელეგრამზე.
2008 წელს მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყო და ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებაც მან გამოაცხადა.
საქართველოში რუსეთის შემოჭრა, ოკუპაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დონეზე არაერთგზის აღიარებული ფაქტია. რუსეთის გამიზნული გეგმა და ხელწერა – მიიტაცოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები – ბევრისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ში შეჭრამ და ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამ.

ასევე დაგაინტერესებთ