მდინარაძის თქმით, რუსული კანონის საკითხზე ივანიშვილი პარტიის თანამოაზრეა

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე პარტიის პოზიციას იზიარებს.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე ივანიშვილი მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ.
“უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის თანამოაზრეა ჩვენი ამ საკითხში. პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი ამ საკითხის თანამოაზრეა. ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან. ამაზე საუბარი დაიწყო გუშინწინ უმრავლესობის სხდომაზე და გაგრძელდა გუშინ”- თქვა მდინარაძემ.