მდინარაძე ჭიჭინაძეზე: არცერთი ხელისუფლება ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს

“არცერთი ხელისუფლება, არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს” – ასე ეხმაურება ს წარმომადგენელი,  ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის განცხადებას. 11 იანვარს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების 20 იანვრამდე გათავისუფლება მოსთხოვა.

“სხვათაშორის, იმ მსახიობებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც კიდევ გულწრფელად სჯერათ კიდევ ამ პროტესტის, მოიკითხონ, მოთავეები ვინც არიან ამ პროტესტის, რატომ არ უმხელენ – მაგალითად თავიანთ კოლეგებს, რომ ტრენინგებს გადიან ერთი წელია…

… რატომ უმალავენ ერთმანეთს, ანუ ვიღაცას გულწრფელად იყოლიებენ, ვიღაცა დატრენინგებულია მაგრად და მერე საკუთარ კოლეგებს წირავენ.

რომ გამოდიან [მსახიობები] და იძახიან, ულტიმატუმს ვუყენებთ ხელისუფლებას, ოცამდე თუ არ გაათავისუფლებთ, მერე ჩვენ ვიცითო. ახლა ამ ულტიმატუმით თავის კოლეგას წირავენ პატიმრობისთვის, იმიტომ, რომ არცერთი ხელისუფლება, არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს რომ მოიხსნება, მერე შეიძლება მხოლოდ ფიქრი ჰუმანურ გადაწყვეტილებაზე, აპრიორი ვიღაც რომ გამოდის და იძახის, თუ ასე არ… თითის ქნევით, მხოლოდ თვითონ წირავენ, ის კი არ აინტერესებთ, მათი ბედი, უფრო მუხტის აწევა აინტერესებთ.

რეალურად, გაითავისოს ოჯახმაც, მეგობარმაც თუ ახლობელმაც, ვინც გულწრფელად გულსემატკივრობს ვიღაცას, რომ ულტიმატუმს თუ აყენებ, შენ წირავ პატიმრობისთვის, ოღონდ აქეთ მუხტი აიწიოს და ასეთი რაღაცები უნდა გაითვალისწინოს ბევრმა, და ტრენინგებზე ნასწავლი რაღაც თეზებით ნუ გველაპარაკებიან” – ამბობს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია კუპრაშვილი – რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას, პროვოცირებენ საზოგადოებას, რომ სილა გააწნას, მერე კი სამაგალითოდ დასაჯონ – „ოცნება“ მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე