მდინარაძე: უკვე დარწმუნებით იციან, რომ “5-იანის ფაქტორი” ვერ ასცდება 20 პროცენტს და ცდილობენ …

ეს მარტივი და მიწევს თქმა, მდაბიო პიარია, თავად “ნაცმოძრაობის”, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი “ნაცები” პრაქტიკულად, არ არსებობენ. როგორ შეიძლება, მელია, გვარამია, ხაზარაძე და ა.შ. ისე გაემიჯნონ “ნაცებს”, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, დანარჩენმა ადამიანებმა ჩავთვალოთ, რომ ეს დღეს “ნაცი” აღარ არის და არ ასრულებს მათ მიზნებს, – ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, შეკითხვას იმის შესახებ, თუ რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ცალკეული ოპოზიციონერების მხრიდან ისმის “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ფრთა, რომელსაც მაქსიმუმ 20 პროცენტი აქვს, ცდილობს, “ნაციონალური მოძრაობისგან” გამიჯვნით მოიპოვოს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელიც ასევე 20 პროცენტს შეადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული სამიზნე ჯგუფის ხმების მოსაზიდად, სხვა პარტიების მსგავსად, “ქართული ოცნებაც” მუშაობს.
“იქიდან გამომდინარე, რომ მათ რადიკალურ ფრთას აქვს დაახლოებით 20 პროცენტამდე რეიტინგი, 17-18 პროცენტში არიან დღეის მდგომარეობით, ესეც მაქსიმუმ, დანარჩენ 20 პროცენტზე, რომელიც შუაშია და გადაუწყვეტელ ნაწილს წარმოადგენს, ამ ხმებზე მიდის ნადირობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
რადგან იქ პოტენციალი არ აქვთ და იმ 20 პროცენტს ვერაფრით ასცდებიან “ნაცები” და ე.წ. “5-იანის ფაქტორი” ვერ ასცდება ამ 20 პროცენტს, უკვე დარწმუნებით იციან, ცდილობენ, რომ 20 პროცენტის ზევით, მათგან [“ნაციონალური მოძრაობისგან”] გამიჯვნით მოიპოვონ ნდობა. იმ 20 პროცენტს ყველა ემუშავება, მათ შორის, გაგიმხელთ და, “ქართული ოცნებაც” – ბუნებრივი ამბავია, იმიტომ, რომ 20 პროცენტი გადაუწყვეტელი არის ის სამიზნე ჯგუფი, რომელსაც ყველა პარტია ემუშავება. რომ დარჩნენ იმად რაც არიან და არ ითამაშონ “არა-ნაცის” როლი, ამ შემთხვევაში, თავის ბოლო რადიკალურ ამომრჩეველს, უკაცრავად ყველასთან, მათ ასე მოვიხსენიებ, რადგან რადიკალებს უჭერენ მხარს, თავიანთი ამომრჩევლისგან დამატებით, ვერავის მხარდაჭერას მიიღებენ.” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება