მდინარაძე: როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარია მხარდამჭერია, საქართველოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს?!

ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური დისკუსიის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ევროკავშირში ზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე. მათივე შეფასებით, ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომლებიც უკრაინის საკითხის გარშემო წარიმართება.
“როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ, რომელიც არის ამ ქვეყნისა და მისი ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტი, ამან იქონიოს ნეგატიური გავლენა. მისი და უკრაინის ურთიერთობაში ჩვენ ვერევით ერთადერთით – მოვუწოდებთ, უნგრელებს, კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ ჩვენ ასე გვიჭერთ მხარს და გვლობირებთ ამ საკითხში, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ უკრაინასაც არ შეუშალოთ ხელი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში.
ანუ, წარმოდგენა აქვთ ვიღაცებს ევროპელებზე, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერი შეიძლება გაბრაზდეს ორბანის პოზიციაზე და საქართველოსთან დაკავშირებით, რაღაც ნეგატიური პოზიცია გამოხატოს – ეს წარმოდგენა აქვთ ევროკავშირის წევრს ქვეყნებზე?! ანუ, როცა გნებავთ “ტრიოა” და როცა გნებავთ გამოცალკევებულია, ასე არ არის,” – ამბობს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილიც.
“მე, საბოლოო ჯამში, მგონია, რომ უკრაინაც ახალ ეტაპზე გადავა ევროინტეგრაციასთან თანამშრომლობის, საქართველოც ახალ ეტაპზე გადავა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია რომ დეგრადაციის ახალ ეტაპზე გადავა, ეს უკვე სახეზეა,” – ამბობს რატი იონათამიშვილი და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის პოზიციონირება ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით მიუღებელი და გაუგონარია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს