მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ

მიმდინარე კვირაში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროექტს “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
“როგორც იცით, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოპონეტები შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ თემის ოპონენტები, შეგვიძლია ვთქვათ, ზოგადად ოპონენტები – პრინციპში, განსხვავება აღარ იქნება, დამერწმუნეთ.
ტრენინგები გაიმართა პრაიდის ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.
სინამდვილეში კი, არა უფლებები, სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფული. იმისათვის, რომ მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში, იმისათვის, რომ მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში. ე.წ ფარა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში, დოლარი, რომლითაც მდიდარი ენჯეოები ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი ენჯეოების ნაწილი ფინანსდება და ა.შ” – თქვა მდინარაძემ.