მახაშვილი: საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება

მახაშვილი: საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება
13 აპრ 202614:35
დასრულდა უნგრეთში საპარლამენტო . ჩვენ ვიმყოფებოდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს. არჩევნებმა ზოგადად ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში, მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი ნება გამოეხატა თავისუფლად, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე. იყო უპრეცენდენტო მონაწილეობა, ისტორიაში ყველაზე მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ეუთო/ოდირის დასკვნები დღეს თბილისის დროით 5 საათისთვის, პირველადი მონაცემები იქნება შეფასების გამოქვეყნებული, ხოლო 2 თვის თავზე უკვე საბოლოო შეფასაბა გაკეთდება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული და მოსახლეობამ თავისი აზრი გამოხატა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.