,,მაჭუტაძემ დაუთმო მელიას საარჩევნო ნომერი? სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადავიტანთ ამას” – მამუკა მდინარაძე

ინფორმაციამ, რომ მ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ხუმრობის ხასიათზე დააყენა.
„მაჭუტაძემ [მელიას] დაუთმო [საარჩევნო ნომერი]? მოდი მოვუსმინოთ ამ ხალხს [მელიას და მაჭუტაძეს], რაზე შეთანხმდნენ, რა გარიგება იყო. ეს დიდი ამბავი, ეს სენსაცია და პოზიტიური ამბავი როგორ უცებ მოგვახსენეს. როგორ შეთანხმდნენ, ამ ყველაფრის დეტალები გავიგოთ და შემდეგ ვიზეიმოთ, სჯობს. სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადავიტანთ ამას. აღნიშვნის საგანია ალბათ“, – აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ