“მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა”; “ჩემს ჰერალდიკაზე ხვლიკი და ნესვია გამოსახული, ვაი თქვენს პატრონს” – პატარაია და “ობობა”

Gaius Marius Oboba სოციალურ ქსელში, წერს:
კადრი:
ბუდუ ზივზივაძე მეტოქესთან ორთაბრძოლაში წაიქცა, წაქცეულიც ახერხებს რაღაცნაირად, ზამბარსავით გაიწელოს და ბურთს თავს ურტყამს, რომ სანტიმეტრები მოიგოს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს კონტექსტში მსოფლიო დიდი ფეხბურთის ჰაილაითია ეგ კადრი.
მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა, როგორ შეიძლებოდა “გაიღიმე, პატარა” ემღერათ სტადიონზე “ნაიალაღარი ხარებისთვისო”
მოდი, იცი, რას გეტყვით?! გაეშვით ამ ახალგაზრდა, ლაღ, მხიარულად მოცეკვავე ვარსკვლავბიჭუნებს. ახალი თაობის კაცები უფრო ლაღები, თავისუფლები, უკომპლექსოები და ბედნიერები არიან! და მათი ყურება გოგოებს, ქალებს და ბებიებს ათასჯერ უფრო გვაბედნიერებს, ვიდრე რაღაც “ნაიალაღარი ხარებისა”… გაუმარჯოს ჯენ ზის და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს! (კაშიას თამადობით რომელიც სულაც არაა ჯენ ზი, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი კაცია!)
კაცებო, თქვენთვის ჯობია “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით – მაგალითები უკვე გყავთ!
ყურადღება! განცხადება!
პასტით ვწერ! ვინაიდან საშინლად არ მომწონს, როდესაც ფეხბურთელს უმღერი ნუ გეშინიაო და დიდი ალბათობით, პორტუგალიასთანაც, თურქეთთან და ჩეხეთთანაც და მანამდე მონტენეგროსთან ამხანაგურშიც ჩვენ ფეხბურთელებს უნდა ვუმღეროთ – ნუ გეშინია და ნურაფრის გეშინია… მე გ.მ. ობობამ გადავწყვიტე დამეწერა პოსტი, ჩამეჭირა ამაზე და მეკაიფა, ამის გამო მხატვრულ-უტრირებული პასაჟიც მოვაყარე გემოვნებით.. აღნიშნულმა პოსტმა გამოიწვია ვნებათაღელვა, გადაწყვიტეს, რომ მე სისხლმიმხმარი ჯაჭვის პერანგით, ჟანგიანი გორდათი შევუვარდი მათ და მოვითხოვ ხმალი ავლესოთი ჩავანაცვალოთ გაიღიმე პატარა. პირზე დორბლი მდის, თვალები მაქვს გადმოკარკლული, უკან მეუფე ნიკოლოზი მლოცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებ, არც მიფიქრია, არც მერაბის შეურაცხყოფა მიფიქრია, არც ღიმილიანი პატარების, არც მეზღაპრეთა გრძნობების შელახვა. შესაბამისად, რადგან მე არ გამაჩნია არანაირი ბერკეტი ეს სიმღერა გავაქრო, არ გამღეროთ და ა.შ. ამოისუნთქეთ, გაიღიმეთ და ნუ გეშინიათ. იმღერებთ მანამ, სანამ გაგისწორდებათ. ვიმეორებ – ნურაფრის გეშინიათ. დანართი: მეორე კატეგეგორიაც გამოჩნდა, რომელმაც ჩანთა გადამკიდა, საკლასო ოთახში შემიყვანა, სათვალე გაიკეთა, ღია ფანჯარა დაკეტა, ჩაახველა და დამიწყო ახსნა, რომ სტადიონზე მარტივ სიმღერებს მღერიან თურმე. ზოგი უფრო შორს, ღრმად წიაღში ჩავიდა, სვლა განახორციელა და დოქტორულად ამიხსნა. რეპლიკაზე – რას მელაპარაკები? მართლაა? ჩამირთეს ქართული მხატვრული ფილმი – გასეირნება თბილისში, ეპიზოდი – ” რა ვუყოთ კოჭაძეს? “ 28/03/24
პს: არადა ჩემს ჰერალდიკაზე ხვლიკი და ნესვია გამოსახული, ვაი თქვენს პატრონს

ასევე დაგაინტერესებთ