მასკი თეთრ სახლს ფარულად ეწვია

მილიარდერი ილონ მასკი ფარულად ეწვია თეთრ სახლს გასულ სექტემბერში, რათა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან განეხილა ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივები და რისკები, – ამის შესახებ RBC-Ukraine NBC News-ზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც მედია წერს, ოქმის მიხედვით, მასკის შეხვედრა თეთრ სახლში 16:00 საათზე შედგა. მასკი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ბაიდენის ოფიციალური პირები მას და მის კომპანიებს უგულებელყოფდნენ.

თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ხელოვნურ ინტელექტს შეეხო. ვაშინგტონმა ასევე დაადასტურა, რომ ეს იყო მასკის ერთადერთი ვიზიტი ს პრეზიდენტობის დროს და აღინიშნა, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტი მილიარდერს არ შეხვედრია.

„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ნათლად განუცხადა ტექნოლოგიების აღმასრულებლებს, რომ კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოება, სანამ ისინი  მათ საზოგადოებას მიაწვდიან“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა რობინ პატერსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი