,,მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა“ – რას აქვეყნებს პაპუნა ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე:
,,მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაფერია ნახსენები დასკვნაში, კობახიძემ ასეთი შინაარსი გამოიტანა (თანდართულია ფოტო). კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის, კობახიძეს თუ საზოგადოებას.”

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში