მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯეიხუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა, შედეგად 2 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

უკვე არ შემიძლია. დღეს კიდევ ორი ახალგაზრდა დაგვეღუპა მარნეულში. ისევ ავტოსაგზაო შემთხვევა და ისევ სიჩქარე. BMW ტიპის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა და ადგილზევე ორი ახალგაზრდა დაიღუპა. 

ტრაგედიის ადგილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაიდარი.

ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახს და მთელ მარნეულს. 

ხალხო რა ხდება ვინმე გამოასწორებს ამ უბედურებს?!” – წერს ჯეიხუნ მუჰამედალი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!