მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, „კავკასიის საერთაშორისო პროგრამების ბიუროსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
„აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის წევრები არიან. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ოფიციალურ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილეები და მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს