მარკ რუტე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს.
რუტე მწუხარებას უცხადებს თურქეთს და დაღუპულთა ახლობლებს.
“ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთს და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.
ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს და ღრმად მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც თურქეთის შეიარაღებული ძალები – და ალიანსის ყველა ჩვენი სამხედრო ფორმაში მყოფი მამაკაცი და ქალი – ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – წერს რუტე X-ზე.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბორტზე 20 პირი იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს