მარკო რუბიო – ღაზას მოსახლეობის გადაადგილება დროებითი იქნება

­
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ღაზას სექტორიდან მოსახლეობის განსახლების შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის წინადადება „ძალიან დიდსულოვანი“ შეთავაზებაა ღაზას სექტორის ნამსხვრევებისგან გათავისუფლებისა და ანკლავის რეკონსტრუქციაში დახმარების გაწევის მიზნით.
„ცხადია, რეკონსტრუქციის პერიოდში ხალხს, დროებით, სხვაგან ცხოვრება მოუწევს“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამჟამად ღაზას სექტორი ადამიანების საცხოვრებლად არახელსაყრელია და იმის შეთავაზება, რომ ადამიანებმა ასეთ მძიმე პირობებში იცხოვრონ, ბოროტება იქნება.
„პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ ისინი, დროებით, ღაზადან უნდა გადასახლდნენ“, – აღნიშნა – კაროლინ ლევიტმა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს, მის რეკონსტრუქციას განახორციელებს, პალესტინელებს კი შეუძლიათ იცხოვრონ სხვაგან მშვიდობიანად და ჰარმონიულად.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო