მარკო რუბიო: უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა 20 იანვარს, მას შემდეგ, რაც სენატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დაამტკიცა.
მარკო რუბიოს არ უთქვამს კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამს სურს ხელი შეუწყოს მშვიდობას და კონფლიქტები დაასრულოს, რაც მარტივი არ იქნება.
მარკო რუბიოს თქმით, უკრაინასთან კონფლიქტში აგრესორია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ტელეკომპანია CNN-ს მოჰყავს ახალი სახელმწიფო მდივნის სიტყვები, რომ ომის დასრულების კონკრეტულ დროს ვერ დაასახელებს, თუმცა, როცა ორ მხარეს შორის, რომლებიც თავის მაქსიმალურ მიზნებს ვერ აღწევენ, კონფლიქტის შეწყვეტაზეა საუბარი, თითოეულ მხარეს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულება პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინამ და რუსეთმა უნდა მიიღონ.
-ის 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა , რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ მალე აპირებს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპს მიზნად გამოცხადებული აქვს მოლაპარაკებების გზით უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.