მარკო რუბიო – თუ კიევი და მოსკოვი პროგრესს ვერ მიაღწევენ, აშშ მოლაპარაკებებს დატოვებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ რუსეთის ფედერაცია და უკრაინა პროგრესს არ აჩვენებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სიტყვების ციტირებისას განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ რაღაც, რაც სახელმწიფო მდივანმა ცოტა ხნის წინ მითხრა სიტუაციის შესახებ. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი. ჩვენი შემდგომი ქმედებები ახლა პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუ პროგრესი არ იქნება, ჩვენ, როგორც მედიატორები, ამ პროცესში უკან დავიხევთ“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
მისი თქმით, თეთრი სახლი სრული და არა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“