მარკო რუბიო:ორივე მხარეს მართლა სურს თუ არა მშვიდობა – ამის გარკვევა გვსურს ამ კვირაში

“ვეღარ გავაგრძელებთ დროისა და რესურსების დათმობას ამ ძალისხმევისთვის, თუკი ის ნაყოფს არ გამოიღებს“ – განაცხადა ში მშვიდობის მიღწევაზე საუბრისას -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ NBC-სთვის 27 აპრილს მიცემულ ინტერვიუში.
„გასული კვირა რეალურად მიეძღვნა იმის გარკვევას რამდენად ახლოს არიან მხარეები და არიან თუ არა იმდენად ახლოს, რომ ეს იმსახურებდეს ჩვენს, როგორც მედიატორების, მიერ დროის დათმობას. …ეს კვირა იქნება ნამდილად მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ უნდა განვსაზღვროთ არის თუ არა ეს ის პროცესი, რომელში მონაწილეობის გაგრძელებაც გვსურს, თუ დროა ყურადღება გადავიტანოთ რაღაც სხვა საკითხებზე, რომლებიც ასევე, თუ არა მეტად, მნიშვნელოვანია. …არის მიზეზები ოპტიმისტობის, მაგრამ არის, ცხადია, რეალისტობის მიზეზებიც. ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ არასაკმარისად ახლოს“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – ს გამო იმედგაცრუების გამოხატვის ფონზე, აქამდე რატომ არ დაუწესა პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციები რუსეთს, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ მსოფლიოში მხოლოდ აშშ-მა შეძლო ორივე მხარესთან [რუსეთთან და უკრაინასთან] საუბარი და რომ „მსოფლიოში არავის შეუძლია რამე მსგავსის გაკეთება, პრეზიდენტის [ტრამპის] გარდა“:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, ნამდვილად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და გვსურს უზრუნველვყოთ, რომ ეს გამოგვივიდეს, არ დავანებოთ თავი იმას, რაც შეიძლება გამოვიდეს და რასაც მართლაც შეუძლია მშვიდობისკენ წაგვიყვანოს. თუმცა, ასევე არ გვინდა გავაგრძელოთ დროის ხარჯვა იმაზე, რაც მშვიდობამდე არ მიგვიყვანს. ასე რომ, მთელი ეს პროცესი არის იმის დასადგენად – ორივე მხარეს მართლა სურს თუ არა მშვიდობა და რამდენად ახლოს ან რამდენად დაშორებულები არიან ისინი ერთმანეთისგან 90-დღიანი ძალისხმევის შემდეგ. ამის გარკვევა გვსურს ამ კვირაში“.
NBC-ს ჟურნალისტი შეეხო რუსეთის პრეზიდენტის გაცხადებულ მიზანსაც – „პრეზიდენტი პუტინი არასდროს აღიარებს უკრაინის არსებობის უფლებას, რატომ ენდობით მას, რომ კვლავ არ შეიჭრება უკრაინაში ან ევროპის სხვა ქვეყანაში?“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პასუხი იყო:
„არ მიმაჩნია, რომ გარიგებები ნდობას ეფუძნება. ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმებები უნდა ეფუძნებოდეს შემოწმებას, უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, უნდა ეფუძნებოდეს ქმედებას, უნდა ეფუძნებოდეს რეალობებს. ასე რომ, ეს არ არის ნდობის საკითხი. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს – შემოწმებას, უსაფრთხოების გარანტიებს, იმას, რაც წარსულში განიხილებოდა“.
მარკო რუბიომ საჭიროდ ჩათვალა იმის არაერთხელ გამეორება, რომ აშშ-ის ძალისხმევის მიზანია „ამ ომის დასრულება“ და რომ ამ პროცესში ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ რომელიმე მხარეს არ მისცე მიზეზი უარი თქვას ამ ძალისხმევაში მონაწილეობაზე:
„ნება მომეცით, ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას, რომელიც უამრავ თანხად გვიჯდება ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებს; უამრავ სიცოცხლედ ჯდება; გაანადგურა უამრავი სიცოცხლე; მილიონობით ადამიანი იძულებული გახადა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა. მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს თავის ქვეყანაში და ვერ ახერხებს დაბრუნებას. ჩვენ გვინდა ამ ყველაფრის შეწყვეტა და ვცდილობთ იმის გარკვევას, შეგვიძლია თუ არა ამაში როლის შესრულება. იმედი მაქვს და ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ წარმატებას მივაღწევთ“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ ომის დასრულებაში ტრამპის წარმატება ყველას უნდა სურდეს, რადგან ეს ომი დღეს „არავისთვის არის კარგი“:
„შეიძლება ეს არ გამოვიდეს. სამშვიდობო შეთანხმებები რთულად მისაღწევია. თუმცა, ვცდილობთ და ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ქებას იმსახურებს, რომ ამდენ დროსა და ენერგიას, რესურსებს ხარჯავს მშვიდობის მისაღწევად“ – განუცხადა მარკო რუბიომ NBC-ს ჟურნალისტს.