მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის განმავლობაში აეკრძალა, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შედის და მას, ფაქტობრივად, 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ამასთან, მოსამართლეებმა მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მუსაჯეს, საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
The Guardian-ი წერს, რომ მარინ ლე პენი, დიდი ალბათობით, განაჩენს გაასაჩივრებს და საქმის დასრულებამდე მის წინააღმდეგ პატიმრობა და ჯარიმა არ იქნება გამოყენებული.
შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ