მარია ზახაროვა – ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხის შესახებ, ერევნის დღევანდელი ხელისუფლების დასავლეთთან კონსულტაციების შედეგია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ს განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხის არსებობის შესახებ, არ არის დაკავშირებული რუსეთთან, ეს არის ს ხელისუფლების კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
„სადამდე მიიყვანეს საქმე ახალმა კურატორებმა ევროკავშირიდან, ნატო-დან და ვაშინგტონიდან? გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს განცხადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ეს არის ერევნის დღევანდელი ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ერევანი არ შეასრულებს ბაქოს მოთხოვნებს აზერბაიჯანისთვის რამდენიმე სოფლის გადაცემის შესახებ, შესაძლოა, ომი დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ