მარგუს ცაჰკნა – პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება

პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციებია. საერთაშორისო სამართლის თანახმად ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის ჯერჯერობით არ ემზადება.
„აქამდე ჯერ კიდევ შორს არის. ეს სრულიად სხვა განსახილველი საკითხია“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო