მარგველაშვილი ოქროსთვის, ლიპარტელიანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს – ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე

დღეს, 25 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე სამი ქართველი წარდგა.
-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ტურნირის ფინალში იჭიდავებს. გამოცდილმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ესპანელი ალბერტო გაიტერო დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში თურქ მუჰამედ დემირელს დაუპირისპირდება.
-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამავე წონაში ნინო გულბანი ესპანელ მარტა მარტინთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.