მარგარიტა სიმონიანი: დედამთილის სიტყვა კანონია

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ მის სახლში მთავარი სიტყვა, დედამთილს ეკუთვნის:

„ყველამ იცის, რომ მე და ტიგრანი დედებთან ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ დიდი, მხიარული ოჯახი გვაქვს, სადაც არავინ ჩხუბობს.”

43 წლის სიმონიანის თქმით, სახლში ყოველთვის იდილია სუფევს.

„ყოველი წუთი სავსეა ბედნიერებით. არის გარკვეული წესები, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კონსერვატიული, საკმაოდ ტრადიციულია.  უბრალოდ, მე ასე გავიზარდე, ტიგრანი ასე აღიზარდა. არ მაქვს უფლება, არ დავემორჩილო დედამთილს.  მისი სიტყვა კანონია, თუ დედამთილი მეტყვის, ეს კაბა არ ჩაიცვა, არ ჩავიცვამ. ბევრჯერ უკითხავს, ამ კაბით უნდა დაჯდე ეთერშიო? წავსულვარ და გამომიცვლია“ – განაცხადა სიმონიანმა ტელეარხ „რასიას“ ეთერში.

 

ასევე დაგაინტერესებთ