ჰეილი ბიბერი ორსულადაა – დიდი ხნის ჭორების შემდე, ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა სიმართლე გაამხილეს – Marao

ჰეილი ბიბერი ორსულადაა – დიდი ხნის ჭორების შემდე, ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა სიმართლე გაამხილეს – Marao
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ახალგაზრდა წყვილი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, პირველ შვილს ელოდება. ალბათ, ეს ინფორმაცია არაფრით გამორჩეული იქნებოდა სხვა მსგავსი სიახლეებისგან, რომ არა ის აჟიოტაჟი, რაც ამ ფაქტს უძღვოდა წინ – უკვე რამდენიმე თვეა, ფანები აქტიურად წერენ, რომ ჰეილი ორსულობას მალავს.
ინტერნეტსივრცის ყველაზე განხილვადი წყვილი ცოტა ხნის წინ ერთად ყოფნის 5 წლის იუბილეს აღნიშნავდა. წყვილის ცხოვრება მუდამ სავსეა დრამით, ყოფილ პარტნიორებთან საკნდალებითა და საზოგადოებისგან ნეგატიური დამოკიდებულებებით. მიუხედავად ამისა, ისინი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან და წარმატებით იგერიებენ კრიტიკასაც.
ცნობილი მომღერალი ჯასტინ ბიბერი ბავშვობიდან საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პატარა ასაკიდან ხვდებოდა მომღერალ სელენა გომეზს. სელენასა და ჯასტინის დუეტი „საკულტო წყვილად“ იყო ცნობილი და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარიც ჰყავდა.
რაც შეეხება ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბიბერის ურთიერთობის ქრონოლოგიას, მათი პირველი შეხვედრა ჰეილის მამის, სტივენ ბოლდუინის საშუალებით მოხდა The Today Show-ის კულისებში, სადაც მან ქალიშვილი ახალბედა ვარსკვლავს გააცნო.
მიუხედავად, იმისა, რომ სულ იყო კითხვები, იყო თუ არა წყვილს შორის რაიმე პლატონური, ისინი მუდამ უარყოფდნენ და ყველაფერს მხოლოდ მეგობრობას არქმევდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰეილი იხსენებს: “მასთან ყოფნაზე არასდროს მიფიქრია, ის უბრალოდ საყვარელი ადამიანი იყო ჩემთვის. ყველა გოგო მასზე იყო შეყვარებული”.
ცხოვრებაში ორივეს ჰქონდა აღმავლობა და ვარდნა, რამაც, როგორც ჩანს, მომღერლისა და მოდელის ურთიერთობა ახალ სტატუსამდე მიიყვანა – წყვილი დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლებს არ სჯეროდათ, რომ ჯასტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა ცხოვრების თანამგზავრი ეპოვა და მისთვის ცოლობა ეთხოვა, მათი მოლოდინები არ გამართლდა. ბევრი მათგანი სელენა გომესის განსაკუთრებული გულშემატკივარი იყო და ბიბერის ახალ ურთიერთობას უამრავი ნეგატიური კომენტარით გამოეხმაურა.
16 წლის ასაკში ჰეილი პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე ჯასტინთან ერთად, უფრო სწორად, მამასთან ერთად იყო დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე. იქ ჯასტინიც აღმოჩნდა და პირველი ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს. ამ პერიოდისთვის ჯასტინი ურთიერთობაში ჯერ კიდევ სელენა გომეზთან იმყოფებოდა. მათ მეგობრობასთან დაკავშირებით ტაბლოიდები ხშირად წერდნენ. 2016 წელს ჯასტინმა ახალი წელი ჰეილისთან ერთად აღნიშნა. ამავდროულად, გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ კოცნის ბოლდუინს. მიუხედავად ამისა, 2017 წელს ის ისევ სელენა გომეზსს დაუბრუნდა, თუმცა ოთხ თვეში ისინი საბოლოოდ დაშორდნენ. მალევე ჰეილი და ჯასტინი კვლავ ერთად ნახეს. ამის შესახებ ჯასტინმა პოსტი დადო “ინსტაგრამზე”, სადაც წერდა, რომ ამ ინფორმაციის ასე გავრცელება არ სურდა და უნდოდა მეორე ნახევარი ხალხის ნეგატიური კომენტარებისგან დაეცვა. სწორედ ამ პოსტში ამცნო ფართო აუდიტორიას, რომ ისინი ქორწინდებოდნენ და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ.
დღეს კი ერთად ყოფნის 5 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთმანეთს მადლობას უხდიან განვლილი წლებისთვის. “ყველაზე ძვირფასო, ჩემო საყვარელო. 5 წელი. შენ დაიპყრი ჩემი გული. მე ვიცი, რომ შენთან ერთად ეს ცხოვრება ჩვენს ყველაზე ლამაზ მოლოდინს გადააჭარბებს. ასე რომ, მოდით, გავაგრძელოთ ოცნება. გილოცავ სამუდამოდ და მარად. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით!“ – წერდა ჯასტინ ბიბერი და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა.

ასევე დაგაინტერესებთ