“აუცილებელი იყო ადამიანებზე მზრუნველობა, ვინაიდან ეს ადამიანები იყვნენ მოწამლულები და კომუნისტებმაც კი უფრო მეტად იზრუნეს 9 აპრილს მოწამლულებზე, ვიდრე ახლანდელმა ხელისუფლებამ. ძალიან ფრთხილად გაკეთდეს განცხადებები ამ თემაზე, ვინაიდან მერე თვითონ ექიმები არ ჩავარდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მათ შერცხვეთ, ვინაიდან სიმართლე მაინც გაირკვევა და არ დაკარგონ ნდობა პაციენტებში” – თქვა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე საუბრისას.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი, აკრძალული “კამიტი” გამოიყენა.




