ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს, ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი – დღეს ლექსო სამხარაძეა რეჟიმის მსხვერპლი, ხვალ კი, შენ იქნები, სანამ ამ უსამართლობას ეგუები,- ასე ეხმაურება “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ალექსანდრე სამხარაძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
ხაზარაძე ალექსანდრე სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს.
„ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს – ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი.
დღეს ლექსო სამხარაძეა რეჟიმის მსხვერპლი, გუშინ მათე და სხვა პოლიტპატიმრები. ხვალ კი, შენ იქნები, სანამ ამ უსამართლობას ეგუები.
ჩემი სოლიდარობა ლექსო სამხარაძეს, რეჟიმის ტყვეებს!
ამ ქვეყანას ერთად უნდა ვუშველოთ!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.
სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
