მამუკა ხაზარაძე – მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია – რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება

პარტია „ლელოს“ ლიდერი პრეზიდენტ ს მიერ ს შეწყალების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია. რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება! ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია“, – წერს ხაზარაძე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში თქვა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ