მამუკა ხაზარაძე – თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა საქართველოში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო

თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა საქართველოში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო! , -ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ოლიგარქიული რეჟიმი ვითარების უკიდურეს გამწვავებაზე მიდის და პროტესტის მონაწილეთა ძალისმიერ დაკავებებს განაგრძობს.“
„დღეს ბათუმში ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს, გუშინ ვაჟა დარჩია, მანამდე ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და მათთან ერთად ასობით ადამიანი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და თავისუფლებისთვის იბრძვის!
მათი ეს ბრძოლა წმინდაა და მართალი! ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას!
ჩვენ ერთად ვდგავართ! არცერთ დაკავებულ ახალგაზრდას არ დავტოვებთ დაცვის გარეშე!
ბოლომდე ვიბროლებთ ძლიერი საქართველოსთვის და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – გამარჯვება ჩვენია!“, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.