მამუკა ხაზარაძე – ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის

ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, შეხვედრა გვქონდა ქართველ ემიგრანტებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციური შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ემიგრაციის როლზე ოქტომბრის არჩევნებში. დავსახეთ კონკრეტული გეგმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემის გადასაჭრელად.
ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის.
მადლობა მათ ნდობისთვის და სამშობლოს სამსახურისთვის“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.