მამუკა ყურაშვილის განცხადებით, 1-ელ აგვისტომდე რომ დიპლომატიური მისია გაძლიერებულიყო, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური მისია, რომ გაძლიერებულიყო, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო [ომის აცილება] – ასე უპასუხა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, ილია ინჯიას შეკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით – თვლის თუ არა, რომ „ამ უბედურების თავიდან აცილების შანსი იყო?“
როგორც მამუკა ყურაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს შესაძლებელი იყო პირველ აგვისტომდე, ხოლო პირველი აგვისტოს შემდგომ კი – წარმოუდგენელი.
„მანამდე დიპლომატიური მისია რომ გაძლიერებულიყო, რა თქმა უნდა, [იყო]. ძლიერი დიპლომატები ჰყავდა საქართველოს, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან შეიძლებოდა ამოქმედებულიყო, ოღონდ 1-ელი აგვისტოს შემდეგ, უკვე გამორიცხული იყო. თქვენ, ალბათ, როგორც პოლიტიკოსი უფრო ზოგად სურათს უყურებთ, ჩემი გადმოსახედიდან, რა პოზიციაზეც მე ვიყავი და იქ, კონფლიქტის ზონაში რასაც ვუყურებდი, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მანამდე შეიძლებოდა დიპლომატიური მისიის ამოქმედება, რომელიც დადებითად აისახებოდა კონფლიქტის ზონაზე.
რუსეთის მხრიდან პოლიტიკის გაგრძელება არის – ომი. პოლიტიკა გააგრძელეს ომით, საქართველოსთან მიმართებაში და აქედან, ვფიქრობ, ძლიერი დიპლომატიური კორპუსი უნდა ამოქმედებულიყო და შეიძლება უკეთესი შედეგი დამდგარიყო,“ – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა და დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დიპლომატიური მისიის გაძლიერება პირველ აგვისტომდე უნდა მომხდარიყო, რადგან „არ უნდა მივიდეს საქმე იქამდე“.
ცნობისთვის, კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები