მამუკა მდინარაძე – Deep State-ის არაფორმალურ გავლენებს აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციაში ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული, მათი ბოროტი, მავნებლური საცეცები საქართველომ ცუდად იწვნია – იმედია, ტრამპი არაფორმალურ, ოლიგარქიულ გავლენებს მოერევა!

Deep State-ის არაფორმალურ გავლენებს -ს მოქმედ ადმინისტრაციაში ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული, რისი ნეგატიური შედეგები ჩვენ ძალიან ცუდად მივიღეთ – მათი ბოროტი, მავნებლური საცეცები საქართველომ ცუდად იწვნია და მათი ბოლო პერიოდის კუდის მოქნევებიც ვნახეთ! იმედია, Deep State-ის არაფორმალურ, ოლიგარქიულ გავლენებს მოერევა! – ეს განცხადება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება Deep State-ის წნეხსა და არაფორმალურ გავლენებს უმკლავდება, მაგრამ არაფორმალური გავლენები რაც უფრო შესუსტდება, ქვეყანა უფრო ძლიერად იქნება.
როგორც მდინარაძე განმარტავს, აქვთ მოლოდინი იმისა, რომ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში Deep State-ის გავლენები შემცირდება მაინც, ხოლო თუკი ტრამპი მის აღმოფხვრას შეძლებს, ეს საქართველოზე ერთი-ორად პოზიტიურად აისახება.
მდინარაძე ამბობს იმასაც, რომ “თუ ტრამპი დაპირებების შესრულებას ვერ შესძლებს, ტურბულენტობა გაგრძელდება“.
„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე – 20 იანვრის შემდეგ ჩვენი პოზიციონირება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი საკუთარი დაპირებებს შესრულებას: – რამდენად შეძლებს ომის დასრულებაზე გავლენის მოხდენას და აშშ-ში, Deep State-ის არაფორმალური გავლენების დასრულებას!
ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ ხომ? სუბიექტურად ორივე დაპირება საქართველოს აწყობს – ერთი ეს არის ომის დასრულება, რის შემდეგაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი ქრება და მეორეა, Deep State-ის დამარცხება. ამას ასე ვთარგმნით “ღრმა სახელმწიფო“.
Deep State-ის ტრამპი, მისი თანამოაზრეები და ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები ხშირად იხსენიებენ. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებენ ხოლმე, ამ დროს პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, შესაბამისი უფლებამოსილებებით. აღმოჩნდა, რომ ძალიან გავლენიანი გამოცემა “ჰილი“ წერს, რომ აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია მის პარტიად იქცა. როდესაც ჩვენ “ომის პარტიას“ ვამბობდით, “გლობალურს“ მხოლოდ იმიტომ ვამატებდით, რომ ხალხს გაერჩია, ვინ იყო ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია – ეს არის “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერი, ხოლო “გლობალური ომის პარტიაა“ გარედან დავალების მიმცემები.
როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები, პარტნიორები, მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები Deep State-ზე საუბრობენ, ეს ნიშნავს თავად აშშ-ს ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს. ვის გავლენებზეც არის საუბარი ჩვენ პირობითად შეგვიძლია “გლობალური ომის პარტიად“ – “გლობალური ომის ძალებად“ მოვიხსენიოთ.
ჩვენ რომ გაღმა თუ გამოღმა არაფორმალურ გავლენებზე გვედავებოდნენ, ეს თავად ჩვენზე ძლიერ და დიდ სახელმწიფოში ყოფილა და ამას დღეს თავად ამერიკელები აღიარებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს, გვაქვს მსხვერპლი – სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!